რეზონანსი
06.12.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში", - აღნიშნა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან"

გუშინ სპეცოპერაციისას მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი გიორგი რაზმაძე დააკავეს. ბინა სადაც მათი დაკავება მოხდა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა.

ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.

გოგოჭური დანაშაული შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×