თამარ მუკბანიანი
06.12.2018

 ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად საშობაოდ 75 მლნ-მდე ქართული წარმოშობის ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში, ღვინოსთან ერთად, ქართული პროდუქციიდან ნაძვი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია. საქმე ისაა, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი. ამ ბიზნესიდან საქართველომ წელს მხოლოდ 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს ევროპაში გაყიდული ხეების საერთო ღირებულება 2.4 მლრდ ევროს აღწევს.

ევროპაში 1 ბუნებრივი ნაძვის ფასი, საშუალოდ, 25-დან 100 ევრომდე მერყეობს. ორგანიზაცია FAIR TREES-ის ადგილობრივი მენეჯერის - ჟანა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, გაყიდული ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 7 დეკემბრის "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×