რეზონანსი
07.12.2018

 "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით, ნოემბრიდან პენსიონერებისთვის კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელი ერთთვიანი უფასო კურსები დაიწყო. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და 400-მდე პენსიონერი დარეგისტრირდა.

"ლიბერთიმ" გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადასცა.

სწავლება რამდენიმე ჯგუფად "ლიბერთის" მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - "ლიბერთი დიჯითალ ჰოლში" მიმდინარეობდა, სადაც პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს.

პროგრამა ხელს უწყობს უფროს თაობას, მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. "ლიბერთი ბანკი" გააგრძელებს ამ პროგრამას მომავალი წლის განმავლობაში, პირველ რიგში რომ დააკმაყოფილოს უკვე დარეგისტრირებული ყველა პენსიონერი.

"ვფიქრობ, ეს დღე არის დასტური იმისა, რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ - დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიონერები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებასაც გულისხმობს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

"მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა. პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის", - განაცხადა "ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×