"გაერთიანებული ოპოზიციის" გადაწყვტილებას, არ ცნოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, სკეპ-ტიკურად უყურებს პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ გზით, რაიმე კონკრეტული შე-დეგის მიღწევა ძნელი იქნება. მისი აზრით, უმჯობესია, "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხებზე მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა ოპოზიციურ ძალებთან და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს.
"რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის მოთხოვნა, არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, თუ მათ ეს პოზიცია გააჟღერეს, ნაკლებად მოსალოდნელია რომ უკან დაიხიონ. რა თქმა უნდა, ეს ვითარებას ნამდვილად ვერ შეცვლის და რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა ამ გზით ძნელი იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირე-ბით ადეკვატურია და ამ საკითხებზე "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რამდენად გამოვა ეს სხვა საკითხია. ასევე უნდა მოემზადოს 2020 წლის საპარლამანეტო არჩევნებისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობის პერსპექტივას, ამ განწყობას ვერ ვხე-დავ. ოპოზიციის მხრიდან დიდი რყევები ალბათ არ იქნება, თუმცა მათი პროტესტი შეიძლება დაკავში-რებული იყოს ხელისუფლების შემდგომ მოქმედებებთან. თანამშრომლობისთვის ინიციატივა უნდა მოდიოდეს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ წინაპირობა იმისა, რომ პოლიტიკური ნება გამოხატოს, ჯერ არ ჩანს. სულ მცირე ხელისუფლებამ ოპოზიციის მიმართ რიტორიკა მაინც უნდა შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის პრობლემა მათაც აქვთ, მაგრამ ეს კარგი იქნება, ხელისუფლება იმის ხე-ლისუფლებაა, რომ თანამშრომლობისთვის პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას" - განაცხადა "რეზონანსთან" გია ნოდიამ.