ია აბულაშვილი
07.12.2018

 "ხელისუფლების მხრიდან რამდენად სწორი სვლაა ინაუგურაციის თბილისში არჩატარება, ვერ გეტყვით, პირადად მე არ მაქვს განცდა, რომ სწორი სვლაა. ასეთ ტრადიციებს თავის ფუნქცია აქვს, როცა ტრადიციებს ღალატობ, ეს იკითხება როგორც გაქცევა" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: პრაგმატული თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და მერე გადასულიყვნენ პოლიტიკური ბრძოლის ზომიერ მეთოდებზე. არა ზურაბიშილის ფიგურის გამო, არამედ პოლიტიკური შეხედულების მიმართულებით. მაგრამ, როგორც ჩანს, აგრესიული წინაასაარჩევნო ფონიდან მშვიდობიანად გამოსვლა ვერ შეძლეს. ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რადგან მიბმული არიან, როგორც ფინანსურად, ასევე ელექტორატის მხრივ; მათი ამომრჩეველი ფაქტიურად სააკაშვილის ამომრჩეველია. სააკაშვილი კი ყიჟინებს გაიმეორეთ 2003 წელიო, ანუ უნდა რევოლუცია, თან სასწრფოდ; ასე რომ, სააკაშვილზე დამოკიდებულება აიძულებთ იყვნენ აგრესიულები, თუმცა არც მათ აკლიათ აგრეისულობა, ამიტომაც არიან კატეგორიულები - არ ვაღიარებთ, არ დავემორიჩლებით, ჩავშლით და სხვა. ხელისუფლება, მათთან კონსულტაციებს რომც დათანხმდეს, მაშინაც რაღაც მიზეზსს მოიგონებენ და ისევ აგრესიულობაში გადავლენ.

"რ": თუმცა, ოპოზიციის ბოლო განცხადებებდან ჩანს, რომ ემიჯნებიან სააკაშვილს და აქცენტს ვაშაძეზე აკეთებენ, რომ ის არის "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერი.

რ.ს: ვაშაძეს ძალიან ცუდი პოლიტიკური ალღო აქვს, ბევრ შეცდომებს უშვებს და ძალიან ბევრ ტყუილს ამბობს. სააკაშვილის ფონზე ეს არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ სააკაშვილი ისეთ ტყუილებს ამბობს, რომ მერე გიწევს მათი გამოკვლევა. ვაშაძის შემთხვევაში კი ტყუილები ზედაპირზე დევს. მოკლედ ნაკლებად სერიოზული ფიგურაა.

"რ": ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, ერთ-ერთი ალბათ ინაუგურაციის ჩაშლაა, ამიტომ ხომ არ მიიღო ხელისუფლებამ ინაუგურაციის თელავში ჩატარების გადაწყვეტილება?

რ.ს: რამდენად სწორი სვლაა ხელისუფლების მხრიდან, არ ვიცი, არა მაქვს ეს განცდა, რომ სწორი სვლაა. ასეთ ტრადიციებს თავისი ფუნქცია აქვს. როცა ტრადიციებს ღალატობ, ეს იკითხება, როგორც გაქცევა. ოპოზიციამაც რომ თქვას გაიქცაო, არგმენტების მოყვანა გაგიჭირდება, თანაც შთამბეჭდავი გაქცევა არ არის. ორ საათში ჩავლენ და ყვირილი იქაც შეიძლება, ასეთ გაქცევას რა აზრი აქვს. ხელისუფლებას ალბათ რაიმე სხვა უნდა მოეფიქრებინა, რაც მის ღირსებას არ დაამცირებდა. ხალხს ხელისუფლების ძლიერი მხარე უყვარს და

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×