რეზონანსი
07.12.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა ფეისბუქზე მიხეილ საააკშვილის პოლიტიკურ სვლებზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ამასობაში, ჩვენ ყველამ "დავიწიწკნეთ" გახარიას ჩაპაჭუნებაზე "ნაციონალების". 10 "ფრითენზია" ბელადთან: 1. რა წუთში ნაც.საპრეზიდენტო კანდიდატისკენ იხრებოდა ხალხის მასა, მიშა გამორბოდა ეთერში და ხაოდა ბიზნესს წაგართმევთო. 2. ყველა საჩოთირო ამბის წინ იკლებდა ეთერს წივილ-კივილით არაფერზე არ მაქვს ბოდიში მოსახდელიო, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ, პრინციპში უნდა მიეჩუმათებინა. 3. ეტრფოდა ყველა ახლადმიკერებულ ურეიტინგო პერსონას. 4. არ გაემიჯნა ეთერ-ეთერ ნათრევ მარგინალებს. 5. ყველა ფარულ ჩანაწერზე წინსწრებით ყვიროდა-ფაიზაღიაო

6. მისცა "თავისიანებს" უფლება საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი უკიდურესად ელანძღათ (კავკასიაა, ბიჭო- არ შეიძლება ქალის ლანძღვა, სულ რომ გძულდეს).

7.სიძულვილის ენის ყველა რეკორდი მოხსნა. 8.სანდრა გაიწვია ჰოლანდიაში, სანამ საბოლოო შედეგი გამოცხადდა, ანუ თქვენ ჯანდაბდე გზა გქონიათო. 9. არ მისცა საშუალება საკუთარ თანაპარტიელებს ეზეიმათ მათი წილი გამარჯვება( საკმაოდ მაღალი პროცენტი ოპოზიციისთვის) და ღირსეულად მომზადებულიყვნენ 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის! 10. ხალხი ზამთარში კარვებისთვის გაიმეტა, დაჭერილი დონბასელი ბოევიკები არ შეიმჩნია თვითონ კი უკრაინაში, ვითომ ნაჩხუბარ პრეზიდენტის გუნდთან ალიანსში შევიდა და 7 დეკემბერს თოქ-შოუც მიყავს. არადა გადაცემების მომზადებას თვეები სჭირდება. значит ადრე იცოდა?", - წერს ლალი მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×