რეზონანსი
08.12.2018

 ჟურლალისტი ნინო მიქიაშვილი აღშფოთებულია ეროვნულ გვარდიაშიგანხორციელებული ახალი დანიშვნით. აი რასწერს იგი:

"ამას ჰქვია დაშვებული შეცდომების გაანალიზება?! - მალხაზ არქანიას ერთ-ერთი მწამებელი, კობა ახვლედიანი ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა!

იმედია ახალი მთავარი პროკურორი და ამ უწყებაში არსებული შესაბამისი სამსახური დაინტერესდება რატომ არ მოახდინა რეაგირება არქანიას საქმეზე მომუშავე გამომძიებელმა და პროკურორმა მალხაზ არქანიას მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელშიც მკაფიოდ ამბობს, როგორ სტუმრობდა კობა ახვლედიანი N8 საპყრობილეს მეგის ქარდავასთან ერთად და როგორ ღებულობდა მონაწილეობას მის წამებაში.

მალხაზ არქანიას ფეხზე დღემდე აქვს კობა ახვლედიანის მიერ მიყენებული ნაიარევი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მალხაზ არქანია გახლდათ პირველი ადამიანი (პატიმარი), ვინც ციხეში წამების უსასტიკეს მეთოდზე გაბედა და ღიად ილაპარაკა, ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს, 2011 წელს.

კობა ახვლედიანთან დაკავშირებული ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავამოწმე მალხაზ არქანიას უფლებების დამცველ ადვოკატთან, ლექსო არქანიასთან, რომელმაც აღნიშნული დამიდასტურა და დასძინა, რომ მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას ახვლედიანის დაკითხვის შესახებ, მაგრამ პროკურატურამ რეაგირება არცერთხელ არ მოახდინა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×