რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერის პრეს სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს.

"გიდასტურებთ, თბილისის მერია ახორციელებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება, რომ მსგავსი პროგრამა საქართველოშიც ამოქმედებულიყო და შესრულდა კიდეც.

დაფინანსება უკვე ერთი წელია ხორციელდება და 2018 წლის განმავლობაში შვიდი პაციენტი დაფინანსდა. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გამოყოფს 60 000 ლარს."-წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×