რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, რო­მე­ლიც ავა­რი­ის შემ­დეგ თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რე­ა­ნი­მა­ცი­დან პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის მე­გო­ბარ­მა კახა კან­დე­ლაკ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ფილ­ტვის მუ­შა­ო­ბა უკვე აღ­დგა და გი­ორ­გა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

"რო­გორც იქნა, გა­დავ­რჩით. ექი­მებ­საც უკ­ვირთ, ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შემ­დეგ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მი­შას ორ­გა­ნიზ­მა ასე სწრა­ფად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბა. გვი­თხრეს, რად­გან სპორ­ტსმე­ნი იყო, ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი აქვს და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­დარ­ჩაო. ლა­პა­რა­კიც შე­უძ­ლია. მენ­ჯე­ბი და ნეკ­ნე­ბი აქვს დამ­ტვრე­უ­ლი, ახლა უნდა მოხ­დეს ამ ძვლე­ბის აღ­დგე­ნა.

რაც მთა­ვა­რია ფილ­ტვის მუ­შა­ო­ბა აღ­დგა, სწო­რედ ამ ფილ­ტვის გამო, ჰყავ­დათ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე, ვერ აღ­ვი­ძებ­დნენ 8 დღე, როცა გა­აღ­ვი­ძეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ტვი­ნის და­ჟე­ჟი­ლო­ბაც ჰქო­ნია. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის", - გა­ნა­ცხა­და კახა კან­დე­ლაკ­მა.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ორი კვი­რის წინ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. იგი სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში, „ამე­რი­კან ჰოს­პი­ტალ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×