(რეზონანსი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მიხეილ გიორგაძე ხელუვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული აღარ არის, კონტაქტურია და მისი ორგანიზმი მკურნალობას ექვემდებარება.
"ბევრად უკეთ არის, აპარატზე აღარ არის შეერთებული. გაიღვიძა და ჩვეულებრივ კონტაქტურია. ექიმები კმაყოფილები არიან. რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უკეთ არის ბევრად. ექიმები კმაყოფილები არიან, რადგან მათი თქმით, ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა და მკურნალობას ექვემდებარება. მალე და სწრაფ დროში დაიწყო გამოკეთებაო.
შეერთებული იყო აპარატზე, რადგანაც მრავალი მოტეხილობა ჰქონდა (დაახლოებით 12 ნეკნი) და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, დაძინებული ჰყავდათ ექიმებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რომ ტკივილები არ ეგრძნო. ავარიიდან 10 დღის განმავლობაში. მერე ფილტვი ჰქონდა ცუდ მდგომარეობაში და გარედან აწვდიდნენ ჟანგბადს. შემდეგ ნელ-ნელა დაუკლეს ეს ჟანგბადი, ნარკოზიც შეუმცირეს და გამოაფხიზლეს. წამოყვა ამ მკურნალობას. ზუსტად ვერ გვეუბნებოდნენ სრულად როდის აღდგებაო და როდის გადავიყვანთო, მაგრამ შემდეგ გაიღვიძა, ჭამა დაიწყო და მოყვება მკურნალობას. ეს დაახლოებით 2-3 დღის ინფორმაციაა", - განუცხადეს "პრაიმტაიმს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
მიხეილ გიორგაძე ორი კვირის წინ ავარიაში მოყვა. იგი საქართველოდან თურქეთში, "ამერიკან ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.