რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტმა სიძის საქმეზე დღეს პირველი განმარტება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ზეწოლას ან გარიგებას უარყოფს.

„მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში კომენტარი მქონდა გაკეთებული. შეფასება მქონდა გაკეთებული მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი მცდელობა იმისა რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა, არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×