რეზონანსი
10.12.2018

 დონბასელი მეთაური უკარინის ექვსი მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლის მოტივებზე ალაპარაკდა. 42-ე რაზმის მეთაური ე.წ. ტურისტების ბიოგრაფიაზე და დანაშაულებებზე „ქრონიკის“ ჟურნალისტს ესაუბრა. ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე სააკაშვილის და რადას დეპუტატის სემენჩენკოს მიერ ჩამოყვანილ ექვსეულს შესაძლოა, გაესროლა კიდეც.

პატიმრობაში მყოფი პირებიდან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს:

ალექსანდრ ნოვიკოვი- ფიგურიებს ადამიანის გატაცებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში, მის სახელ და გვარს უკავშირდება იარაღისა და საბრძოლო მასალის ქურდობა

საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია- ბრალდებულია პოლიციელის დაჭრის საქმეში და საბრძოლო მასალის ქურდობის საქმეში. ლუკა ჩხეტია გაათავისუფლეს დეპუტატ სემენჩენკოს თავდებობის შემდეგ.

როლანდ მელიას სახელს უკავშირდება სამართალდამცველზე ზეწოლა და ცემის ფაქტი. მის ავტოფარეხში კარვების აქციის დროს აღმოაჩინეს დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა.

„სააკაშვილი სემენჩენკოსთან თავიდანვე ხაზზე იყო და ისინი ერთად გეგმავდნენ ყველა შესაძლო ვარიანტს არჩევნების გამარჯვების შემთხვევის შედეგებს და მისი მომხრეების დამარცხების შემდეგ განვითარებულ გეგმას.

ამ აქციაზე იქნებოდა გასროლა, შემდეგ დააბრალებდნენ იარაღის გამოყენებას ძალოვან უწყებებს და დაიხვევდნენ ხელზე, რომ სახელმწიფომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა. საერთო ჯამში სემენჩენკოს პირადი შემადგენლობა 20-30 ადამიანს შეადგენს. ჩემი ინფორმაციით, აქციის დღეს სასტუმროებში უნდა შეკრებილიყვნენ ისინი ვინც საქართველოში არიან, ყოფილი მებრძოლები და სემენჩენკოს დაცვის წევრებიც, მათ შორის თენგიზ თეთრუაშვილი“, - დონბასის 42-ე რაზმის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ვლასენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×