რეზონანსი
10.12.2018

 საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა. მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.

„ფქვილი გაძვირებულია დიდი ხანია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს“, - აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები.

მათ შორის არიან "იფქლი დიღომი" და "იფქლი". მათი ყველა სახეობის პური 10 თეთრით გაძვიდა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო. გარდა ამისა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგომატარებლებიხ გაძვირებაც", - აცხადებენ "იფქლში".

აქედან გამომდინარე, კომპანია „იფქლმა“ ყველა დასახელების პურზე ფასი 10 თეთრით გაზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×