(რეზონანსი) „დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი კობახიძე - ,,მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ახლა რაიმე საკადრო ცვლილებებს, ამას საფუძველი არა აქვს. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი, რომ საკუთარი მარცხიდან აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანოს"
გრიგორიჩ! ნამეტანი გაგიბლატავებია ეს ბავშვი შენ, ძმაო!!!
ატყობ რა გონორზეა?!
მოიცა და რამე რომ დააპირო, ამ ახალგაზრდის დასტური გჭირდება?!
არ გადამრიო ახლა!!!
ასეა, ჩემო კარგო, ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაცოცდება!!!
ირაკლი შვილო, ცვლილებები, მათ შორის საკადრო, ეს ნაცების კი არა, იმ ხალხის სურვილი და მოთხოვნაა, ვინც არჩევნები მოიგო!
მართლა ხომ არ ფიქრობ ირაკლი, რომ არჩევნები, შენ ან თალაკვაძემ მოიგეთ ან კიდევ კალაძემ და ბახტაძემ, იქნებ, სულაც ორმა ,,ლეგენდამ" - მათიკაშვილმა და ოდიშარიამ?!
ისე, ანტრეკოტა- სამხარაძის დუეტზეც ხომ არ გაქვს ეჭვი?!
P.S. ისა და, ასეთ ,,სიბრძნეებს," შენ თავად აფრქვევ თუ მფრინავი სამტრედიელი გიმღერის ხოლმე შენს აკვანთან წამოსკუპული?!
იავნანა, ვარდოვნანა, ჩემო იკუჩი!!!" - წერს კახა მიქაია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე