„ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა მეორე ტურის წინ საქართვველოს მოსახლეობას, რომ მისთვის დაეჭირათ მხარი, თუკი გააგრძელებს ისევ ისეთივე ანტიეროვნული, ანტიქართული ნაბიჯებით სვლას, როგორც დადიოდა და დღესაც დადის, რა თქმა უნდა, საყოველთაო, ეროვნული დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი," - აცხადებს „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
იგი უერთდება იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, რომელიც აჯანყების დაწყებით იმუქრება.
„მე ვუერთდები დიმიტრი ლორთქიფანიძის ამ მოთხოვნას და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიხალხური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც სოროსი, მისი დამქაშები და დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს, აჯანყებაა დასაწყები. აჯანყება გაფიცვებით, მშვიდობიანი მანიფესტაციებით, ეროვნული დაუმორჩილებლ;ობით.
„ეს ქვეყანა არ უნდა გადაიქცეს ექსპერიმენტების ქვეყანად, სადაც ათასი ჯურის ნაძირალა ატარებს ექსპერიმენტებს საქართველოს მოსახლეობაზე. „ქართული მარში" ამჟამად მობილიზაციის რეჟიმშია. შექმნილია გარკვეული საკოორდინაციო საბჭო, სადაც „ქართული მარშის" გარდა გაერთიანებულია სხვა საზოგადოებივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები და აგრეთვე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები. ეს საკოორდინაციო საბჭო ერთიანად მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
„მე პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო კანცელარიასთან დაიდგას კარვების ქალაქი და სანამ არ იქნება მოთხოვნები შესრულებული, ეს კარვების ქალაქი არ დაიშლება და აქციები გაგრძლედება," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ცნობისათვის, იუსტიციი სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. მიმდინარეობს საპროტესტო აქცია და აქციის მონაწილეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.