რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული.

ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით.

„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ ხორბლის ფასის გამო, პური 10 თეთრით გაძვირდა.

 

მეტრონომი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×