რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი პურის ფასის 10-15 თეთრით გაზრდას ფეისბუქზე ეხმაურება:

„მწარე რეალობა არის შემდეგი: პურის გაძვირება არის მხოლოდ დასაწყისი. განსაკუთრებით დეკემბერში. 11 თვეში ინფლაცია 1.9%-ია, ხოლო მთავრობამ ცოტა ხნის წინ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში დააანონსა 3%-იანი ინფლაცია. ანუ დეკემბერში მთავრობაც კი გვეუბნება, რომ ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. არც მეთონეები და არც ფქვილის მწარმოებლები არ არიან დამნაშავეები. ერთადერთი დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა, რადგან გადასახადების შემცირების ნაცვლად ზრდის მათ, ბიზნესისთვის საქმის გამარტივების ნაცვლად ართულებს და დაკავებულია სხვებზე გადაბრალებით.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ერ.ბანკმა რაც შეიძლება მეტად უნდა დაიჭიროს ლარის მასა საბაზრო მოთხოვნის შესაბამის ნიშნულზე და დროა დავიწყოთ საუბარი ლარის გაუქმებაზე. გინდათ გამოსავალი? დროა გაუქმდეს ლარი, როგორც ერთადერთი ლეგალური გადახდის საშუალება და კარგ შემთხვევაში მოხდეს დოლარიზაცია/ევროიზაცია და ცუდ შემთხვევაში შეიქმნას სავალუტო საბჭო.

ეს სხვა თანაბარ პირობებში დაიჭერს ფასებს და იქონიებს სერიოზულ დადებით გავლენას ინვესტიციებსა და ხალხის კეთილდღეობაზე" - წერს ზვიად ხორგუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×