„აქციები პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება, სანამ საღამოს 6 საათზე სამუშაო დრო არ დასრულდება. ამის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან კარვების გაშლაა დაგეგმილი, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება.
„ჩვენი მოთხოვა არის ერთადერთი - რომ ამ ხუთი დღის განვმავლობაში მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ უნდა გასხვისდეს. თუკი მოხდა ის, რომ ვინმე უცხოელმა მიწა იყიდა, საპროტესტო ტალღა საკმაოდ მასშტაბური იქნება და უკვე სხვა ფორმას მიიღებს," - აცხადებს „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი და იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგნიზატორი კონსტანტინე მორგოშია „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, ის, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ფალავანდიშვილი გუშინ ღამით პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
„მე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ფალავანდიშვილი ვიყავით დაკითხვაზე მოწმის სახით და საქმეა აღძრული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვაზე. პროტესტს ვაცხადებთ და ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ვერავის დაპატიმრებით ვერ დაგვაშინებენ და არც გვეშინია.
„ჩვენ ვიბრძვით იმ მიზნისთვის, რისთვისაც წელიწადნახევრის წინ ვიბრძოდით და მივაღწიეთ ქართველ ხალხთან ერთად - კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ გასხვისდება. ამ ხუთ დღეში არ მოხდეს ის, რისიც ყველას გვეშინია," - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
ცნობისათვის, იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. აქციის მონაწილეებს იუსტიციის სახლი პრაქტიკულად ბლოკირებული აქვთ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შენობაში არ უშვებენ.