რეზონანსი
11.12.2018

 (რეზონანსი) ჰოლანდიაში საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს. როგორც ისინი ჰყვებიან, მანქანის საყიდლად ჩავიდნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მათ 6 ათას ევროზე მეტი წაართვა.

დაზარალებულები ჰოლანდიის პოლიციაშიც იყვნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰოლანდიაში ქვეყნის საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქვეყანაში დაბრუნებას უფულობის გამო ვერ ახერხებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×