(რეზონანსი) საახალწლო მისალოც კლიპსა და საჩუქრებს მერიის "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო" გამარტივებული წესით შეიძენს, რისთვისაც 125 ათას 500 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "bm.ge" ავრცელებს.
კლიპი, რომლის გადაღებაზეც თანხის უდიდესი ნაწილი - 100 ათასი ლარი დაიხარჯება, თბილისელების საახალწლო განწყობის შექმნისთვისაა განკუთვნილი.
რაც შეეხება საჩუქრებს, მათ ხის მასალისგან შშმ პირები დაამზადებენ, რაზეც 25 ათას 500 ლარია დაიხარჯება.
სიმბოლურ საჩუქრებს, რომელთა ერთეულის ფასიც 17 ლარი იქნება, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, მედიის, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ.
გამარტივებული შესყიდვის უფლების მისაღებად, მერიის "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ" შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.