რეზონანსი
12.12.2018

 საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია 3 და დაჭრილია 12 ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმის შემდეგ იგი გაიქცა. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ექვსი კი მსუბუქადაა დაშავებული.

ადგილზე სტრასბურგში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი.

დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ, სწორედ სტრასბურგში დაიბადა. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს კი სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.

ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე არსებული ინფორმაციით, დაიხურა ევროპარლამენტი და შენობაში მყოფ პირებს ეკრძალებათ მისი დატოვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×