(რეზონანსი) ართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალური ვებგვერდი ახალ ჩანაწერს ავრცელებს. გთავაზობთ, ამონარიდებს.
"ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით! კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მათ დასჯას. დაისჯებიან ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა, დაიმახსოვრეთ! ამიტომ ნუ გაბედავთ, შეეხოთ ჯარს, არც შეეცადოთ! ვიმეორებ: დაისჯებით!
ვხედავ, თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ, ეს შედეგს ვერ მოიტანს!
ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ეს ასეც მოხდება.
ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან.
ვხედავ, მოულოდნელი ცვლილებები მოხდება ევროპულ პოლიტიკაში და ინგლისი ევროპიდან არ გავა, "ბრექსითი" არ შედგება, ეს გამორიცხულია!
ვხედავ, ოსები რუსებს სიურპრიზებს მოუწყობენ. უფრო მეტიც, ვხედავ, ოსი ხალხი როგორ აუმხედრდება რუსეთს. ოსეთი ნამდვილად დიდი სიურპრიზი იქნება რუსეთის პრეზიდენტისთვის".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე