ია აბულაშვილი
12.12.2018

 "გაერთიანებული ოპოზიცია" მმართველი პარტიისგან საარჩევნო სისტემის პროპორციულ და რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასათან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს - როგორც ჩანს, უმრავლესობა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოლაპარკებაზე წამოსვლა მაინც მოუწევს და მხარეებს შორის დიალოგი დაიწყება.

რა აიძულებს ხელისუფლებას დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

"თუ ხელისუთლება ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ვერ ასრულებს დაპირებებს და საპროტესტო ტალღა გრძელდება, მმართველი პარტია იძულებული იქნება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სწრაფად გადაწყდება.

"ანალოგიური მდგომარეობა იყო წინა წლებში, როცა ხელისუფლებაში იყო "ნაციონალური მოძრაობა", მაშინაც იყო მოთხოვნები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

"ამ მოთხოვნებს აყენებდა ჯერ 16 პარტია, შემდეგ 8 პარტია, შემდეგ 6 პარტია და ბოლოს სულ დაიშალნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ საპროტეტსო აქციები გაგრძელდება, შენარჩუნდება საპროტესტო მუხტი, ხელისუფლებას მოუწევს წავიდეს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან.

"თუმცა, ვნახოთ, თავად ოპოზიციაში როგორ წავა პროცესები. არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხში ჩვენი დასავლელი მეგობრების მოსაზრებებიც იქნას გათვალისწინებული, უფრო ამ სცენარს ველოდები"- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×