რეზონანსი
13.12.2018

 რუსთავში მსუბუქი მანქანა 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.  XIX მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

ტაქსის მძღოლის ინფორმაციით, ის შეეცადა მამაკაცისთვის მანქანის არიდებას, თუმცა ვერ მოახერხა. არსებული ინფორმაციით ქვეითი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×