"მსგავსი ტერორისტული აქტი შესაძლოა კვლავ განმეორდეს. ეს არის სიგნალი, რომლის ვარიანტს კვლავ გააკეთებენ და ამის ალბათობა დიდია.
"შემთხვევით არ შეირჩა სტრასბურგი და შესაძლოა იგივე სხვა ქალაქებშიც მოხდეს, სადაც უფრო დიდი პოლიტიკური გავლენის წერტილია, რომელი იქნება, პარიზის თემა, თუ სხვა რომელიმე ქალაქი", - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.
საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, თავდამსხმელი გაიქცა და მას ამ დრომდე ეძებენ. იგი სავაუროდოდ დაჭრილია. სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა, თავდასხმის შედეგად კი 12 ადამიანი დაშავდა, მათგან კი ექვსის მმდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
თავდამსხმელი 29 წლისაა. შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. ეჭვმიტანილი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.
საშობაოდ ხალხი გარეთ მასობრივად იქნება გამოსული. ამიტომაც, მაისაიას არ გამორიცხავს, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა კვლავ განმეორდეს. მისი თქმით, ეს ერთგვარი გაფრთხილება იყო.
"როგორც ჩანს, დაიშის შემადგენლობა აპირებს, რომ აქტიურ ქმედებებზე გადავიდეს, ან საშინაო დავალება აქვს მომზადებული. ეს იყო ერთგვარი მესიჯი - ორი კვირით ადრე საშობაო დღესასწაულების წინ ამ ტერაქტს ასე დავარქმევდი. ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი მესიჯზე სიგნალია. შესაძლოა სხვა ანალოგიური ტერაქტებიც განხორციელდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაია.
ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლი და ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, - იტყობინება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრო.
ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ევროპარლამენტი ახლოს მდებარეობს და იგი ამ დროისთვის დაკეტილია.