ევროპარლამენტარები გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობას გმობენ
ია აბულაშვილი
13.12.2018

 "ვინაიდან უკრიანა გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროპულ ენერგეტიკულ ქსელში, ევროპარლამენტის წევრები გმობენ გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობას, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით იგეგმება, რადგან ეს პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამიტომ ევროპარლამენტის წევრები მის გაუქმებას მოითხოვენ" - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც მხარ დაუჭირაი 433 პარლამენტარმა.

ცნობისთვის, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტის გაჩერებას, რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარებმა, არსებული გაზსადენის "ჩრდილოეთ ნაკადის" გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბელორუსიისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს.

გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მილიარდ კბ/მ-ს შეადგენს.

როგორც "რეზონანსთან" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რამდენად გაითვალისწინებენ ამას პროექტში ჩართული მხარეები, პროგნოზის გაკეთება უჭირს.

"ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი, რომელიც დაეხმარება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და დადებითი სიგნალი იქნება, პროექტში ჩართული მხარეებისთვის, რომ აუცილებელია ცვლილებები.

"ვნახოთ, როგორ იმუშავებს ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია და რამდენად გაითვალისწინებს რუსეთისა და გერმანიის ხელისუფლებები.

"გერმანიის მთავრობა და პროექტში ჩართული კომპანიები ბოლომდე არ არინ დარწმუნებული რა რისკებთან იქნება დაკავშირებული ეს პროექტი, ამიტომ ყოყმანის პროცესში არიან.

"ამერიკის მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროექტს, იმის გათვალისწიებით, თუ როგორ იყენებს რუსეთი ენერგეტიკულ პროექტებს პოლიტიკურ იარაღად მეზობელი ქვეყნების მიმართ, არ გამორიცხავს, რომ სანქციები დაუწესდეს იმ კომპანიებს, რომლებიც ჩართული იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტებში" - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×