რეზონანსი
14.12.2018

 თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.

ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×