რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ცატარებას გეგმავს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ახალი თანამშრომლები კონკურსის წესითა და პროფესიონალიზმის ნიშნებით შეირჩევიან.

„იქნება რეორგანიზაცია, ცხადია, ახალი პრეზიდენტი შემოდის და შემცირებულია საერთოდ ადმინისტრაცია, რაც მიმაჩნია სრულიად საჭიროდ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ან ზედმეტი ხარჯები ან ზედმეტი პერსონალი, მაგრამ რაც იქნება საჭირო ეფექტურობისთვის, ის ადამიანები იმუშავებენ. რეორგანიზაცია იქნება, კონკურსი და კანონი იქნება დაცული, რაც არის მთავარი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×