გლდანსა და მხუხიანში სექსუალურ მოძალადეს ეძებენ. წუხელ გვიან ღამით, მე-7 მიკრორაიონში ადგილობრივებმა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს. ამის მიზეზი კი არსრულწლოვან და სრულწლოვან გოგონებზე რამდენიმე ძალადობის ფაქტი გახდა.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ 30 წლამდე მამაკაცმა მათ უბანში რამდენიმე არასრულწალოვანი გოგონას გატაცება და სექსუალური ძალადობა სცადა, ასევე ერთ-ერთ სრუწლოვან გოგონაზე, რომელმაც მისგან თავს გაქცევით უშველა. ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ მსგავს ფაქტს ადგილი მუხიანშიც ჰქონდა და იქიაც საუბარი მსგავსი აღწერილობის მამაკაცზეა.
გლდანის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, ფიზიკურად სპორტული აღნაგობის და ძლიერი უნდა იყოს, რადგანაც ადგილობრივებმა მისი დაჭერა ორჯერ სცადეს და ორჯერვე გაიქცა. მამაკაცი ან გლდანში, ან კიდევ მუხიანში უნდა ცხოვრობდეს, რადგანაც ბოლო რამდენიმე დღეა ის ამ რაიონებში შეამჩნიეს.
ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს, სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 10 წლამდე გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.
სრულწლოვანი ქალბატონი კი, რომელზეც ძალადობა ბოლოს სცადა, ამბობს, რომ ის საღამოს გზაზე მოდიოდა, რა დროსაც დაინახა, რომ მას მაღალი 30 წლამდე მამაკაცი აედევნა. ის სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯით მისგან გაქცევას სცდილობდა, თუმცა მან მისი დაჭერა კიბეზე მოახერხა. გოგონამ ძალის გამოყენებით თავის გათავისუფლება შეძლო და საშველად დედას დაუძახა. მან მამაკაცს დაარტყა და მისგან გათავისუფლება მოახერხა. მის ყვირილზე სახლიდან დედა გამოიქცა, მამაკაცს დაედევნენ, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლეს.
გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ პირველ სართულზე მეზობელმა გაქცევის დროს ფეხი დაუდო და წააქცია, თუმცა, მან თავის გათავისუფლება შეძლო. გარეთ გასული კი ახლა ფურნასთან დაიჭირეს და მეზობლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა მისი დაკავება ვერც ამ შემთხვევაში შეძლეს და მან თავს კვლავ გაქცევით უშველა.
„30 წლამდე ბიჭი იყო. საკმაოდ ძლიერი და სპორტული აღნაგობის. შევედი სადარბაზოში და თან წამომყვა. პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი. ყვირილზე დედაჩემი გამოვარდა. ამ დროს მან მოასწრო და გაიქცა.
“დედაჩემი, მე, ბებია და ჩემი ძმა მივსდევდით. ყვირილზე მეზობლებიც გამოვიდნენ, მაგრამ მისი დაკავება მაინც ვერ შევძელით. ფურნასთან ბიჭებს დაუჭერიათ და უცემიათ, მაგრამ გაქცევა იქიდანაც შეძლო. ეს გლდანში უკვე მეორე შემთხვევაა. ადრე 10 წლის, ჩემს მეზობელ გოგონაზე სცადა ძალადობა,“- განაცხადა დაზარალებულმა გოგონამ.
ერთ-ერთი შემთხვევა სექტემბერში მოხდა, როცა სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 10 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. 10 წლის გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო მოძალადე ამ შემთხვევის შემდეგ გაიქცა და მისი დაკავება ვერ მოახერხეს. მათ სამართალდამცავებიც გამოიძახეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მუხიანშიც დაფიქსირდა, თუმცა, პირის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.
„ახალგაზრდა მამაკაცი სადარბაზოში ბავშვს წინ გადაუდგა და მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბავშმა თავს გაქცევით უშველა და სახლში ტირილით მოვიდა. დედას მომხდარის შესახებ მოუყვა. ბავშვის დედა მაშინვე უკან დაედევნა, მაგრამ გაქცევა შეძლო. დაბლა მუშები მუშაობდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სადარბაზოდან გამორბოდა და თან უკან იყურებოდა ხომ არ მომდევენო.
“მათაც ზუსტად იგივე აღნაგობის მამაკაცი აღწერეს. მეზობლებიც გვეხმარებოდნენ მთელი რაიონში ვეძებდით, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ. პოლიციამაც გვითხრა, რომ მსგავსი ფაქტი მუხიანშიც იყო, მაგრამ მამაკაცის იდენტიფიკაციას ვერ ახდენენ“,-აცხადებს გოგონას ბებია მარინა ჯანელიძე.
„რეზონანს“ ფაქტის შესახებ მუხიანშიც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, მსგავსი აღნაგობის მამაკაცი ახმეტელის მეტროს და მუხიანის გადასახვევთან შეამჩნიეს, რომელიც არასრულწლოვან გოგონებთან გასაუბრებას და კონტაქტს ცდილობდა. თვითმხილველები აღწერილობით ამბობენ, რომ ისიც 30 წლამდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი უნდა იყოს. არის თუ არა მათ მიერ დასახელებული მამაკაცი ერთი და იგივე პიროვნება უცნობია.