რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, რომელიც თბილისში უნდა ჩატარებულიყო გაუქმდა.

„რუსთავი 2"- ის ცნობით, მიზეზი საინაუგურაციო კანონში შეტანილი ის ცვლილება გახდა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს დაჩქარებული წესით გამოსცა.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი 16 დეკემბერს აღარ მივა პანთეონში და გმირთა მემორიალთან, სადაც ინაუგურაციის ძველი წესის თანახმად პრეზიდენტი ფიცის დადებამდე უნდა მისულიყო.

გარდა ამისა, შესაძლოა, გაუქმდეს წინანდალში დაგეგმილი მიღებაც, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ უნდა გამართულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×