რეზონანსი
14.12.2018

 მოქალაქეები, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირევებენ, წყლის გადასახადს არასაყოფაცხოვრებო, ანუ ე.წ. კომერციული ტარიფით გადაიხდიან (ამ ტარიფით სარგებლობენ ფაბრიკა-ქარხნებიც). ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ამ ადამიანებზე აღნიშნული წესი სემეკის მიერ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე გავრცელდება. 

ენერგოომბუსსმენი სალომე ვარდიაშვილი მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საკითხის განხილვა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება.

„სემეკის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. სხდომაზე კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ამ ტიპის მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფის შემოღებაზე და შესაბამისი ცვლილება შევა ნორმატიულ აქტში, თუმცა ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასრულებამდე სემეკმა „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს“ მისცა უფლება, რომ იმ  ადამიანებზე, რომლებიც ბინას დღიურად აქირავებენ, გავრცელდეს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, მომხმარებლებსა და მარგულირებელ კომისიას შორის მხოლოდ ერთ ნაწილში მოხდა შეთანხმების მიღწევა, ესაა ჯარიმებისა და დარიცხული დავალიანების ჩამოწერა, რაც GWP-მ საკუთარი ნებით გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×