მომღერალი ნინი ქარსელაძე გიო ხუციშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციურ მოგონებას აქვეყნებს:
„ყველა ოჯახში დაიწყო ახალი წლისთვის მზადება, მეც ჩემი ტრადიციისამებრ დავიწყე ყველაფრის მომზადება, კაბის შეკერვა საკონცერტოდ, ჩემებმა იყიდეს ნაძვის ხე და მორთვაც კი დაიწყეს უჩემოდ! რა თქმა უნდა, ამ ახალ წელსაც ქუჩაში ვხვდები, იქ ჩემი მეორე სახლია, ჩემი კოლეგები, რეჟისორები, წამყვანები... ყველა ერთად ყველაზე ძალიან ის მტკივა, რომ ყველა ივენთის პოსტერზე შენ გელოდებოდი, წელს უშენოდ მომიწევს მეც და შენიანებსაც ახალი წლის შეხვედრა.
წინა ახალ წელს ერთად შევხვდით რიყეზე, გალა კონცერტზე. 12 საათი რომ დგებოდა, მოვიდა და ყურში მითხრა: ნათლი, ზუსტად 12 საათი რომ გახდება მაშინ ჩაიფიქრე სურვილები, თან გულით და ზუსტად ვიცი აგიხდებაო. ჰოდა, ჩემი პირველი სურვილი შენი ჯანმრთელობა იყო! არ ამისრულდა, მაგრამ წელს ისევ ჩავიფიქრებ, რადგან ნათლიამ ასე მასწავლა, ნათლიამ, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჩემთვის იყავი ბედნიერების და სიხარულის ამომავალი წერტილი!" - წერს ნინი ქარსელაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე