რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს.

ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

"მოსაწვევი გზაშია ალბათ, ჩემამდე მოსულა. არ ვიქნები მიწვეული. არ ვიცი ვინ ადგენს ამ სიას, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს სიას. ძველი გვარდიის მიმართ არის ჩაჩოჩების ტენდენცია და ეს წლებია გრძელდება. ალბათ დადგება დრო პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ჩართვის, არ ვგულისხმობ თანამდებობებს. არ მინდა ვიწუწუნო. ეს პარტია, მითუმეტეს ქუთაისში ჩემი დაფუძნებულია, თუმცა არ გავხსენებივარ არავის. დავსვი საკითხი, მმართველი გუნდიდან ვინ აპირებს ჩემს ჩაჩოჩებას და აუცილებლად გავარკვევ ამას,"- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×