რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) „გირჩი" გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში ხვალ დაგეგმილ აქციას არ ერთდება, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი, შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, აქციის მიზანი დაპირისპირება არ არის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

თელავში ხვალ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამევ დღეს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×