რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანის) პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ესტუმრა.

ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა.

ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ინაუგურაციაზე დასასწრებად დღესვე ჩამოვლენ მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი, უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი და სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×