რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) თელავში ინაუგურაციის გენერლური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს გამართულ რეპეტიციას არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები და სპეცრაზმის წრმომადგენლები. ასევე ანსამბლები, რომლებიც ხვალ მთავარ ღონისძიებაზე ჰიმნს შეასრულებენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×