კესარია აბრამიძეს ტრანსგენდერთა საერთაშორისო კონკურსზე წარსადგენად სამკერვალო საწარმო „ჩოხა.ჯი“-მ მის მიერ შექმნილი ქართული ტრადიციული სამოსის ჩაცმის უფლება რელიგიური მოსაზრების გამო არ მისცა. ამის გამო შეიძლება „ჩოხა ჯი“-ს სასამართლოში მოუწიოს წარდგენა.
კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ში ღებულობდა მონაწილეობს, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა. კონკურსიდან დაბრუნებულმა ტრანსგენდერმა ქალმა გადაცემა „პროფილში“ განაცხადა, რომ „რამდენიმე მაღაზიაში მივედი, მაგრამ უარი მითხრეს ნაციონალური კოსტუმის ჩაცმაზე. მეუბნებოდნენ არ გვაქვს. გავაქირავეთო, თუმცა, როდესაც მეგობრებს ვარეკინებდი, ეუბნებოდნენ, რომ იყო კოსტუმი. ერთ-ერთ იყო "ჩოხა. ჯი" .
რა მიზეზით უთხრა "ჩოხა.ჯი"-მ ტრანსგენდერ ქალს უარი ქართული სამოსის ჩაცმაზე, ამის გასარკვევად „აიპრესი“ დამფუძნებელს, ნუგზარ კვანტალიანს დაუკავშირდა:
"ჩვენ არანაირი ფულის სანაცვლოდ არ გავყიდეთ ტანისამოსი. მე ვთვლი, რომ ეს არის ქართული სამოსის წაბილწვა. სუფთა ქრისტიანული პოზიციაა უფლის თვალში. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მოსეს რჯულს, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ სისაძაგლეა უფლის თვალში ქალმა ჩაიცვას მამაკაცის სამოსი, ისევე როგორც მამაკაცმა ჩაიცვას ქალის სამოსი და ამის გულისთვის ქოლავდნენ ძველად. ეს ჩემი სუფთა ქრისტიანული და ბიბლიური პოზიციაა, მე ქრისტიანი ვარ, ღმერთის გამო კესარიას წინააღმდეგ არ წავიდოდი! არასდროს არავის გამო ამას არ გავაკეთებ.
დაახლოებით 1 კვირის წინ კესარიამ დამირეკა და მეჩხუბა, სასამართლოში გიჩივლებო დამემუქრა, დისკრიმინაციისთვის და ჩემი უფლებების შეზღუდვისთვისო. მე ვარ კერძო მეწარმე, ეს არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია და მაქვს უფლება, ვისაც მინდა მივცემ ჩემ ტანისამოსს, ვისაც მინდა არ მივცემ. ისევე როგორც ნებისმიერი ტაქსის მძღოლი რომ გააჩეროთ, მას აქვს უფლება, თუ არ მოეწონეთ თქვენ, ან ნასვამი ხარ, უარი გითხრას და არ წაგიყვანოს, რომ უჩივლოთ ვერაფერს გახდებით. ეს ჩემი პირადი უფლებაა, ვერავინ დამაძალებს, ვის ჩავაცვა და ვის არა!
თქვენ თუ გაეცნობით “ფეისბუქის“ კომენტარებს, საზოგადოების კომენტარები სოციალურ ქსელში არის დადებითი. თვლიან, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უარი ვუთხარით მას. არ დავასპონსორეთ ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსი", - განაცხადა ნუგზარ კვანტალიანმა.