თამარ შუკვანი
16.12.2018

 „ნებისმიერ ქვეყანაში ამ დროს გზა არის შეზღუდული და იზღუდება გადაადგილებაც. ასე რომ, სწორად აკეთებს პოლიცია. მითითითებულ ადგილზე შეუძლიათ მივიდნენ და ჩაატარონ აქცია. რომ მიუახლოვდნენ და ფაქტობრივად, შექმნან ძალიან უხერხული სურათი, ამის საშუალებას არ აძლევენ და სწორადაც იქცევიან," - აღნიშნავს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია გურჯაანში ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

გურჯაანში პოლიციას გზა ბლოკირებული აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომელიც თელავისკენ საპროტესტო აქციის გასამართად მიემართებიან, სამართალდამცველებმა გზა ავტობუსებით გადაუკეტეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა და ამ დროისთვის, ვითარება საკმაოდ დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.

ქანთარია აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. პოლიცია კი საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებს.

„ეუბნებიან - „წადით ამ გზით", მაგრამ მათ არ უნდათ ეს გზა. სურთ პროვოკაცია მოაწყონ და მოახდინონ ისე, რომ ერთ-ორი კაცი მაინც მიიყვანონ საავადმყოფოში და მერე გააფორმონ, რომ ნაკაწრი აქვსო... ჯერჯერობით, აბსოლუტურად, სწორად იქცევიან სამართალდამცველები, წყნარად, დინჯად და მტკიცედ არიან," - აღნიშნავს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×