რეზონანსი
16.12.2018

 პარლამენტის ყოფილი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.მისი თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მანქანა კინაღამ ამოუტრიალეს და პოლიციელები კინაღამ სცემეს.

„ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კანონი ხომ უნდა აღსრულდეს... ახლა ჩვენი ყოფილი დეპუდატი მომიყვა, რომ აქციის მონაწილეებმა მანქანა კინაღამ ამოგვიტრიალესო და პოიციელები კინაღამ სცემეს. რომელიმე ქვეყანაში ერთი მითხრან, რომ ეს დასჯადი არ არის. 

თუ რამის გამოხატვა გინდა, გამოხატე და მე რას მეხები ფიზიკურად, ან მანქანას რატომ უქმნი დაზიანების საფრთხეს? გადაკეტეს, იხტუნავეს მაიმუნებივით“, - განუცხადა ჯაჭვლიანმა „რეზონანსს“.

მისივე თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამ მშვიდად ჩაიარა და მისთვის ამაღელვებელიც აღმოჩნდა. ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლისას ყველა სფეროს შეეხო და პირადად მას კი განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ პრეზიდენტისთვის პრიორიტეტი კულტურა უნდა იყოს.

„ინაუგურაციამ ძალიან მშვიდა და კარგად ჩაიარა და ამათ იხტუნაონ ახლა. ქალბატონი სალომე ამათი პრეზიდენტიცაა, ის ყველას პრეზდიენტია და ეს ყველა უნდა გაერთიანოს,“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

დღეს, თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციის ჩატარება ჰქონდათ გეგმაში, თუმცა პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა და თელავში მისვლის საშუალება არ მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×