რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„მომიტევეთ ბატონო კახა, მაგრამ რაღაცა საერთო სენი შეგეყარათ ქოცებს: საერთოდ არ უფრთხილდებით დედებს. აგერ, პრემიერმა დედა უარყო და სასამართლოში უჩივლა, გურჯისტანმა ხომ საერთოდ დედა დაგვითმო... თქვენც რომ უფრო თავშეკავებული იყოთ ჯობია. დედებს გაუფრთხილდით, დედებს..." - წერს დავით ნებიერიძე.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, საპროტესტო აქციების აქციების დაანონსებას ასე გამოეხმაურა:

"სასაცილოა, მათი განცხადებები. გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა. ჩვენმა მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მთელი არჩევნების განმავლობაში ცდილოდნენ დესტაბილიზაციის შეტანას. ჯერ იმ ხელისუფლების და სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში"-თქვა კალაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×