რეზონანსი
18.12.2018

 მსახიობი და მწერალი, გივი სიხარულიძე სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე,  მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი ლიდერი და ახლა უკვე სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა ბუჭულაძის ნამღერს გამოეხმაურა. 

ცნობისათვის, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. ქართული საზოგადოების ნაწილი ბურჭულაძეს სწორედ ამ კონცერტზე პუტინის წინაშე სიმღერისათვის აკრიტიკებს. 

სიხარულიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა პაატარა ბურჭულეს ვეღარ გაუგია ვის მხარესაა, თუმცა, მისი აზრით, მომღერალმა ყველგან უნდა იმღეროს, სადაც შესაძლებელი იქნება.

„მე მწამს და მჯერა, რომ ხელოვანმა ადამიანმა ყველგან უნდა იმღეროს და ყველგან უნდა იცეკვოს, სადაც დაუძახებენ. მაგრამ მე ამ პაატასი ვერ გავიგე ვისია. 

„მე პაატა ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ, მსოფლიო მნიშნვნელობით უდიდესი მომღერალია, მაგრამ ეტყობა თვითონ პაატაც დაბნეულია და რას შვრება და ვისია და რისია, თვითონაც ვეღარ გაურკვევია. 

„ცოტა გაურკვეველია ჩემთვის ეს ამბავი - უნდა იმღეროს, თუ არ უნდა იმღეროს. სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ეს კაცი. პოლიტიკოსი იყო და მწვავე კრიტიკოსი იყო რუსეთის, მაგრამ წავიდა ახლა და იქ დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად. მაშინ არ უნდა წასულიყო არც სამხატვრო ხელმძღვანელად,“ - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი საქართველოდან რუსეთში პროდუქტების რეალიზება ხდება, მაშინ პაატა ბურჭულაძის სიმღერაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი.

„რატომ გააქვთ საქართველოდან ღვინო რუსეთიში გასაყიდად? მომღერალია ის კაცი. სიმღერა ბიზნესია ისევე, როგორც მეღვინეების ბიზნესი არის ღვინის გატანა. ათასი რაღაცები გააქვთ რუსეთში, სხვაგან არავის სჭირდება ჩვენი პროდუქცია არავის. თუ ურთიერთობის შეწყვეტაზეა საუბარი, მაშინ ყველანაირი ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთ. აღარც ვაჭრობა უნდა გვქონდეს და არაფერი იმათთან,“ - აღნიშნა სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×