ია აბულაშვილი
18.12.2018

 „შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და ტრანსპორტი, იმისთვის, რომ თელავში ჩასულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიცია თავიდანვე იყო მზად, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ და ისეთი განცდა შეექმნათ, რომ თელავში ჩასვლის საშუალებასა და  გამოხატვის თავისუფლებას არ აძლევდნენ“, - ასე ეხმაურება ინაუგურაციის დღეს ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს უფლებადამცველი და იურისტი გრიგოლ გაგნიძე.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირებისას მომხდარი ინციდენტებიდან გამომდინარე და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირკიტაძის დაპატიმრებისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობდა.

„გამოხატვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა. თუ გამოხატვა გინდა, რა საჭიროა ფიზიკური დაპირისპირება, მანქანების დაზიანება?! შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო, იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.  

„ერთხელ, მახსოვს ადვოკატმა ღარიბაშვილმა პოლიციელს უცენზურდ მიმართა და ეს კაცი ციხეში ჩასვეს. დღეს რა ხდება?  ამდენი შეურაცყოფა, ამდენი დამცირება, სამართლადამცავი ორგანოების მუშაკების მიმართ, რომლებიც 24 საათის განმავალობაში იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას... ეს რომ „ნაცონალური მოძარაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხადრიყო, ისიც რაც ოპოზციამ იმ დღეს ჩაიდინა, ერთი კი არა, ასობით ადამიანი ციხეში იქნებოდა.   

„გარდა იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები თვითონ ჩადიან დანაშაულს, მოქალაქეებსაც მოუწოდებენ დანაშაული ჩაიდინონ. კირკიტაძეზე, რომელიც ავტობუსზე ავარდა, შეშები ჩაამტვრია, დღეს ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნააო. არადა აშკარად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც ვიდეო მასალით მტკიცდება, რომ ადგილი ჰქონდა კანინის დარღვევას.  

„არ ვიცი კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებენ თუ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს და ვინც დანაშაულს ჩადის, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, - განაცხადა გრიგოლ გაგნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×