თამარ შუკვანი
19.12.2018

 ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტი სანოტარო ბიუროდ გადააქცია, რომელიც მთავრობის დაკვეთას ასრულებს. ის არ აძლევს ოპოზიციას კომიტეტში საქმიანობის უფლებას, ურთავს მიკროფონებს და ბოროტად სარგებლობს იმისთვის, რომ კომიტეტში ხელი შეუშალოს ოპოზიციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში," - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ „რეზონანსთან" საუბრისას.

ბესელიამ სამადაშვილს „უმაქნისი და კანონების არმცოდნე" უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და ბოლოს, გაკვირვებაც გამოხატა იმის შესახებ, თუ რატომ იყო სამადაშვილი აქამდე იურიდიული კომიტეტის წევრი.

„სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი - უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ( გადახედეთ ციფრებს) და არ წაუკითხავს არცერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში. ან აქამდე რატომ იყო?" - წერს სოციალურ ქსელში ბესელია.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ბესელია ოპოზიციას ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და მის ქმდებებს „სამარცხვინოს" უწოდებს. მისივე განცხადებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბესელიას გადაყენებას თავად მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილიც ემხრობა.

„ზოგადად, ის არის ერთ-ერთი ყველაზე იდიოზური ფიგურა, რომელიც სირცხვილია საქართველოს პარლამენტის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ამას მისი კოლეგების უმრავლესობაც იზიარებს, რადგან ამ პოსტიდან მისი გადაყენების მცდელობა არის.

„პირადად მე აზრს ვერ ვხედავ ამ კომიტეტში მუშაობის გაგრძელების, რადგან ჩვენ არ გვეძლევა საშუალება საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. სამარცხვინოდ იქცევა კომიტეტის თავმჯდომარე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტი დატოვა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×