(რეზონანსი) ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი მომღერალ ნინი ქარსელაძის დასაცავად პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვინც მას გააბრაზებს, სალომესთან ექნება საქმე. ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მომღერლის სახით დიდი სიყვარული შეიძინა.
„ისეთი სიყვარული შევიძინე შენი სახით, რამ უნდა მომიშალოს ნერვები, ან შენ, ან მე ვიღაც სულით მახინჯი ხალხის კომენტარებმა? ვერასდროს, იმიტომ, რომ მათ ადამიანებად არ აღვიქვამ. ვისაც აღვიქვამ, ვინც გამოირჩევა ურთიერთობით, გვერდში დგომით, სიყვარულით, აგერ მყავხარ ჩახუტებული და იმხელა ძალაა, როდესაც ამას იპოვი, რომ იმათ ეშინოდეთ ამ ძალის, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ჩემი ნინი ხარ და აბა, ვინმემ გავედოს შენი ნერვების მოშლა. მერე კი იცი, რასაც ვიზამ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე