რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) გურ­ჯა­ა­ნის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლოს­თან კვლავ რჩე­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი. ისი­ნი და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის ჩა­ნიშ­ვნას ელო­დე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ვით კირ­კი­ტა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბის­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კირ­კი­ტა­ძის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ელო­დე­ბა, თუ რო­მელ მო­სა­მარ­თლეს და­ე­წე­რე­ბა კირ­კი­ტა­ძის აღ­კვეთ­ზე მსჯე­ლო­ბა და რო­მელ სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნავს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს.

ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ სა­ათ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ის არ გა­მო­რი­ცხავს, სა­სა­მარ­თლომ კირ­კი­ტა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ხვალ იმ­სჯე­ლოს.

და­ვით კირ­კი­ტა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. მისი თქმით, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს ბრა­ლი 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რა­საც კირ­კი­ტა­ძე არ აღი­ა­რებს და მშრალ შიმ­ში­ლო­ბას იწყებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×