რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილში პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად მოველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე.

მადლობელი ვართ ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს", - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×