ია აბულაშვილი
20.12.2018

 სალომე ზურაბიშვილმა, უკვე პრეზიდენტის რანგში, 21 დეკემბერს, პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის მიერ შერჩეული სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. "რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს პოსტი შეიძლება, დღეს მოქმედმა თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეინარჩუნოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ თამარ ჟვანია ამ თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩეს.

"ნამდვილად ვერ ვხედავ ლოგიკას, თუ რატომ უნდა შეცვალონ თამარ ჟვანია, მით უმეტეს, რატომ უნდა დაიწუნოს სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც მოქმედ ცესკო-ს თავმჯდომარეს სერიოზული დამსახურება აქვს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში.

"თამარ ჟვანია თუ რამეს აკეთებდა, აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ამიტომ მოქმედმა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა რომ დაიწუნოს, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.

"გამოვრიცხავ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე კონფლიქტში შევიდეს მმართველ გუნდთან, მით უმეტეს - ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დემოკრატიაზე ფიქრობს? მე აღარ მგონია. მან უკვე მოაწერა ხელი, რაც ხდებოდა ამ არჩევნების დროს.

"რაც შეეხება ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, ექნებათ, როგორც ყოველთვის, პროტესტი არა მხოლოდ ამ კანდიდატთან მიმართებაში, აღშფოთდებიან, მაგრამ მალევე დაწყნარდებიან", - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×