ია აბულაშვილი
20.12.2018

 ერთი კვირაა, რაც ზვიად გამსახურადას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხადაზმულობის ვადის ამოწურვამდე ბრალი წარედგინოს გამოძიებისას გამოკვეთილ პირებს.

ცნობისთვის, 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას დაღუპვიდან 25 წელი სრულდება და საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეიძლება დაიხუროს. გამსახურდიას შვილების განცხადებით, საქმის აღძვრა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, იგორ კვესელავას თქმით, მას არც პალამენტის, არც მთავრობის და არც პროკურატურის იმედი არ აქვს და თხოვს პარტია "ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

"2019 წელს ზვიად გამსახურადიას 80 წელი უსრულდება, ჩემი "ისტორიული ქრონიკების" მე-5 ტომი მთლიანად ეძღვნება ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას, დაწყებული დისიდენტობიდან დამთავრებული მის დამხობამდე. ამჯერად ვამთავრებ სქელტანიან მონოგრაფიას, რომელიც ეძღვნება ზვიად გამსახურადიას არა თვითმკველობას, არამედ მკვლელობის საქმეს. ნაშრომს პირობითად ერქმევა "ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია", სადაც უამრავი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი, რომელიც ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

"მე პირადად არ მესმის, როდესაც არსებობს ასობით მოწმე, თვითმხილველი ზვიად გამსახურადიას საქმესთან დაკავშირებით. არსებობს არაერთი ვერსია, გამოძიებას კი პასუხი არ აქვს, დღეს ხანდაზმულობის გამო უნდა შეწყდეს? ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყო არც შევარდნაძის მთავრობის დროს, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული ზვიად გამსახურდიას მკველობასთან, არც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ გამოიძია, და ახლა "ოცნების" ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ გამოიძიოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე.

"ჩემი აზრით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, საზოგადოებას უნდა გვითხრან და დაგვარწმუნონ, მართლა მოიკლა თავი ზვიად გამსახურადიამ და თუ ასე არ არის, ამაშიც უნდა დაგვარწმუნონ. ამ საქმეს უნდა მეიცეს სამართლებრივი შეფასება, ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს ეს ბურუსით მოცული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მე არც პროკურატურის იმედი მაქვს, არც პალამენტის და არც მთავრობის; იმედი მაქვს, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ მინდა ვთხოვო მას პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე.

"ერთ კვირაზე მეტია პროკურატუცრასთან შიმშმილობს ზვიად გამსახურადიას შვილები, კოკო და ცოტნე, ასობით ადამიანი უთანგარძობთ მათ. ჩვენც ექსპერტთა საბჭო, რომელშიც ასობით მეცნიერია გაერთიანებული, ვაპირებთ საგანგებო განცხადების გაკეთებას, ზოგიერთი ჩვენი წევრი აპირებს შეუერთდეს მოშიმშილეებს. ამ დროს მთავარობის არც ერთი წარმომადგენელი, არც სახალხო დამცველი და მის აპარატის წევრები არ მისულან პროკურატურასთან, არ გამოუხატავთ თავისი თანადგომა, როცა კოკო გამახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურეს ზღვარზეა.

"ახლადარჩეული პრეზიენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, დაიწყოს ეროვნული შერიგების პროცესი, მივესალმები, მაგრამ ეს ფუჭ სიტყვებად, რომ არ დარჩეს, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ეროვნული ხელისუფლების დამხობას და გამოძიებული იქნას გამსახურადიას მკვლელობა" - თქვა "რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×