თამარ შუკვანი
20.12.2018

 „არსებობს კადრები და ამ კადრების საფუძველზე კირკიტაძეს სასამართლომ შეუფარდა ის, რაც შეუფარდა. რაც შეეხება თავდებში დეპუტატების ჩადგომას, კარგია, რომ ასეთი მობილიზება არის," - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე: კადრები, რომლებიც მედიით გავცრელდა, ავტობუსზე აძრომასა და ფეხებით ფანჯრების ჩამტვრევას ვგულისხმობ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მესმის, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, არაკანონიერად, თვითნებურად გადაკეტა გზები, მაგრამ ამისათვის არსებობს მეორე ძალა, რომ ეს მოქმედება გასაჩივრდეს.

არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კირკიტაძე როგორც პოლიტიკური ფიგურა ისე დააპატიმრეს. მან დაუშვა შეცდომა, როდესაც შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენა ავტობუსში მჯგომ პირებს.

„რ": თქვენი აზრით, რა იქნება ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები? გაგრძელდება აქციები?

ვ.ძ: ოპოზიცია უფრო ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და თავისი ქმედებები გათვალოს მისი შესაძლებლობების და საზოგადოების შეხედულებისა და მზაობის გათვალისწინებით. ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიანაც რომ უნდოდეთ მასობრივი პროტესტი, ამ პერიოდში არ გამოვა. ხვალ შესაძლოა შეიქმნას ასეთი პირობები, მაგრამ დღეს ასეთი პირობები არ არსებობს.

თუ მაინცდამაინც ეცდებიან, რომ ყველაფერი მოსაბრივ პროტესტში გადაზარდონ, არ გამოვა. უფრო ცუდი იქნება ოპიზიციისთვის. თუ უფრო მეტს მოითხოვენ, იგივე პერმანენტულ აქციებს, ეს არ გამოვა და საბოლოო ჯამში, მარცხს მიიღებენ.

„რ": გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას როგორ შეაფასებთ, რომელიც სექსისტურად შერაცხეს?

ვ.ძ: „ნაციონალური მოძრაობა" გენდერულ თანასწორობაზე თავს დებს, ამ გადასახედიდან არაფერი არაა. ხელისუფლების მხრიდან კი საკმაოდ გონებამახვილური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ეს იმას კი არ ნიშნვას, რომ ქალებს ამოეფარნენ, პროვოცირება რომ არ მომხდარიყო ისეთი, როგორც მოხდა მანამდე და არ ყოფილიყო განცხადებები, რომ პოლიციამ თავ-პირი დააამტვრია მომიტინგეებს, წინა რიგებში ქალების დააყენეს, - ხელისუფლება ასე იტყვის. საკმაოდ გონებამახვილური გადაწყვეტილებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×