რეზონანსი
20.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მთავრობის წლიური ანგარიში სოციალურ ქსელში შეაფასა:

"რას დაგვამსგავსეს! რაებზე ვწერთ და ვდაობთ! არა და, დღეს, ახალგაზრდა პრემიერ-მინიტრს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა! ისიც ნიშანდობლივი იყო, რომ წლის ანგარიშით, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე წარსდგა!

პრიორიტეტი და გაზრდილი ბიუჯეტი - განათლებას! სწორედ იმ განათლებას, რომელსაც 9 წელი ებრძოდნენ, ხურავდნენ კათედრებს, ავიწროებდნენ პროფესორ- მასწავლებლებს, ხელფასებს არ უზრდიდნენ აღმზრდელებს. ებრძოდნენ განათლებას იმ ქვეყანაში, სადაც სიტყვა განათლებული- ღირსების ტოლფასია და სადაც გელათის და იყალთოს აკადემიებია მე-11 საუკუნის ისტორიულ ძეგლებში.

ჰო და, ჩვენ გადავრჩებით და ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ქვეყანა! მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არ უნდათ ეს ქვეყნის და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრად ქცეულ პოლიტიკურ გვამებს!", - წერს ხოფერია.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართავს. ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში" მოეწყო.

 

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×